კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახაბერ გულედანი წარადგინა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახაბერ გულედანი წარადგინა.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კახაბერ გულედანს ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ კახაბერ გულედანის კანდიდატურა. ის რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებელი იყო, შემდეგ კერძო სეტქორში გადავიდა, თუმცა დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ის წარვადგინოთ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით მუშაობაში. ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა მთავრობის ადმინისტრაციაში, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, საქართველოს სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში, მას აქვს მართვის ძალიან კარგი გამოცდილება. ის ასევე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახლდათ. დარწმუნებული ვარ, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ის ღირსეულად გაართმევს თავს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვს, რომ ქალაქში იყოს წესრიგი“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი