კახა კალაძე - ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცის შექმნა ქალაქში

თბილისის მერი კახა კალაძე ვარკეთილის მეოთხე მიკრო რაიონში სკვერის გაშენებას ეხმაურება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი სკვერი 7300 კვ.მ-ზე გაშენდა. მოეწყო საბავშვო მოედნები, დასასვნებელი პავილიონები და ფიტნესზონა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მსგავსი პროექტები 2021 წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება.

“ვარკეთილში, მეოთხე მიკრო რაიონში 7300 კვ.მ-ზე ახალი სკვერის გაშენება მოხდა. მინდა სამგორის რაიონის გამგეობას, გამგებელ კახა სამხარაძეს და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ძალიან მაგარი პროექტი იქნა განხორციელებული. ქალაქს კიდევ ერთი კარგი დასასვენებელი სივრცე შეემატა. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო მოედნები, დასასვენებელი პავილიონები და ფიტნესზონა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ჩავიდნენ, ივარჯიშონ და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც ამ პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოებული იქნა გამწვანების სამუშაოები და განათების სისტემა მოეწყო. ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცის შექმნა ქალაქში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავიანთ შვილებთან ერთად დაისვენონ და ეს პრიორიტეტი 2021 წელსაც იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა