თამარ გაბუნია - რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი შეფასებულია და ის საკმაოდ მაღალია, ამიტომ გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი შეფასებულია და ის საკმაოდ მაღალია, ამიტომ გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია.

როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ ეტაპზე ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შემდეგ სკოლები.

„რისკი რესტორანში შეფასებულია გლობალურად და ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება არსებობს, რომ არის საკმაოდ მაღალი, რადგან რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება. ახლა რაც შეეხება რესტორნების გახსნას, როგორც იცით, აქ ვსაუბრობთ თანმიმდევრულ გახსნაზე და პირველ რიგში გახსნა შეეხება იმ მაქსიმალურად აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც არის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აუცილებელი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემდეგ ამას ეტაპობრივად მოყვება სკოლა. თუ ჩვენ თანმიმდევრობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა. ასეც არის დაგეგმილი.

როდესაც ცნობილია რისკის დონე, ექსპერიმენტირება არის სრულიად დაუშვებელი. ეტაპობრივად თანმიმდევრული და მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომები არის ის, რასაც ჩვენ გახსნის პროცესში ვიყენებთ. გახსნა უნდა იყოს მდგრადი. ის, რომ დღეს გავხსნათ და ხვალ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს. თითოეული 100 ინფიცირებულიდან ერთი არის ლეტალური გამოსავალი, ამდენად ასეთი ტიპის დაშვებები აბსოლუტურად დაუშვებელია“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა