ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამთო კურორტების გახსნა ჯერჯერობით არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამთო კურორტების გახსნა ჯერჯერობით არ იგეგმება.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფიგნზე განაცხადა, გახსნა დამოკიდებულია ბევრ რამეზე, პირველ რიგში, ეპიდსიტუაციაზე და რისკებზე.

„ჩვენი თანამშრომლები და ეპიდემიოლოგები მონაწილეობენ შეხვედრებში, კარგი თანამშრომლობა არის, მაგრამ ისინი ელოდებიან გეგმას, კარგად გაწერილს, რომ შეფასდეს. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. ჩვენზე არ არის დამოკიდებული როდის გაიხსნება. რატომღაც ყველას შთაბეჭდილება რჩება, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხსნის და კეტავს ყველაფერს - არა ბატონი! დაავადებათა კოტროლის ცენტრი არის ერთი ინსტიტუცია წარმოდგენილი საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც გარკვეულად გამოთქვამს თავის მოსაზრებას, მაგრამ საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსურად იღებს. ამიტომ ბევრი მსჯელობაა. ჩვენ ვართ პროცესში; საბაგირო გზების და სამთო კურორტების ასოციაციამ გვთხოვა და ჩვენები მონაწილეობენ მათთან მოლაპარაკებებში, განხილვებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასკვნა დაიდო. გახსნა დამოკიდებულია ბევრ რამეზე, ეპიდსიტუაციაზე პირველ რიგში და რისკებზე, რომელი ბიზნესი და სეგმენტი მეტად მომატებული რისკფაქტორია ინფექციის შემდგეომი გავრცელების“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს