ამირან გამყრელიძე - მხოლოდ საქართველოს კი არა, ვფიქრობ, მთლიანად მსოფლიოს ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს

მხოლოდ საქართველოს კი არა, ვფიქრობ, მთლიანად მსოფლიოს კიდევ ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება, მაშინ შესაძლებელი იქნება საუბარი, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.

“ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, როდესაც აიცრება მოსახლეობის 60-70% და ჩამოყალიბდება მოსახლეობაში ე.წ. კოლექტიური ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, მაშინ შესაძლებელია იყოს საუბარი, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს ცხოვრების, მაგრამ პირბადის ხმარება და შესაბამისად, სხვა კიდევ შეზღუდვების მოხსნა, რასაც თქვენ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ეძახით, მე მაინც ვფიქრობ, რომ სადღაც მომავალი წლისთვის, კიდევ ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება, საქართველოს კი არა, მთლიანად მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს”, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა