სოზარ სუბარი - მანდატების შეწყვეტის საკითხი შეიძლება დადგეს ნებისმიერ წუთს - ბევრი ოპოზიციონერი ღიად აცხადებს, რომ მზადაა პარლამენტში შემოსასვლელად

არაერთი ოპოზიციონერისგან მოდის სიგნალი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ გადააზრებას იწყებენ, თუ რამდენად არასწორ პოლიტიკას ახორციელებდნენ . ყველაზე მკაფიო სიგნალი ამ გადააზრებისა ზურაბ ჯაფარიძისგან წამოვიდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბევრი ოპოზიციონერი ღიად აცხადებს, რომ ისინი პარლამენტში შემოსასვლელად მზად არიან.

"მანდატების შეწყვეტის საკითხი შეიძლება დადგეს ნებისმიერ წუთს. დღესაც მათ შეუძლიათ თავიდან შემოიტანონ განაცხადები, თუ სურვილი არ განელებიათ, თუმცა, ძალიან ბევრი ოპოზიციონერი ღიად აცხადებს, რომ ისინი მზად არიან პარლამენტში შემოსასვლელად. ჩვენ ვუსმენდით , "გირჩის" წევრებს, რომლებიც ამბობდნენ რომ ვერ ჰპოვეს კონსენსუსი ოპოზიციურ პარტიებთან და ახლა მზად არიან მოლარაკებისთვის უმრავლესობასთან. "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი მანჯგალაძე ასევე ღიად მოგვიწოდებდა გუშინ, სანამ კენჭისყრა მოხდებოდა, რომ არ გვეყარა კენჭი მათი მანდატების შეწყვეტისთვის. იგივე სიგნალი მოდის არაერთი ოპოზიციონერისგან და ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ გადააზრება იწყება იმის თუ რამდენად არასწორ პოლიტიკას ახორციელებდნენ ისინი. ყველაზე მკაფიო სიგნალი ამ გადააზრებისა წამოვიდა ზურაბ ჯაფარიძისგან, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციურ პარტიებში იყვნენ წამყვანი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ მათი მიზანი არის პარლამენტის ბოიკოტირება, საბოტაჟირება და მათი მიზანი არ არის პარლანენტში შენოსვლა არც იმ შემთხვევაში თუ მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება. როგორც ჩანს, ისინი ახდნენენ ამის განცობიერებას,"- განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყისშივე იყვნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო