ლევან თარხნიშვილი მანდატების შენარჩუნებაზე - ეს იყო შიშის ფაქტორი, რადგან “ქართულ ოცნებას” არ სურს დააფიქსიროს პარტნიორებთან, რომ აქვთ ერთპარტიული პარლამენტი

ეს იყო შიშის ფაქტორი, რადგან არ სურთ დააფიქსირონ პარტნიორებთან, რომ ერთპარტიული პარლამენტი აქვთ, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი, ლევან თარხნიშვილი, პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე თავის შეკავებას.

როგორც თარხნიშვილი აღნიშნავს, მძიმე კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.

„გარკვეულწილად ეს იყო "ქართული ოცნების" არაადეკვატური ნაბიჯების გაგრძელება. განსაკუთრებით საინტერესოა ის განცხადებები, რომელიც ამ მანდატის არ გაუქმების საფუძვლად დადეს. ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს მრავალპარტიული პარლამენტი და ოპოზიციის დარჩენილი ნაწილის იქ შესვლა მათ არაფერში არ სჭირდებათ და მეორეს მხრივ, ვერ, თუ არ აუქმებენ მანდატებს.

ეს საკითხი დიდი ხნის წინაც უნდა გადაწყვეტილიყო, გამომდინარე კანონმდებლობიდან, მაგრამ ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ მიღებულ კანონებსაც არღვევს, როგორც კი მას ეს დასჭირდება.

ამავდროულად, ეს იყო შიშის ფაქტორი, რადგან არ სურთ დააფიქსირონ პარტნიორებთან, პირველ რიგში, რომ აქვთ ერთპარტიული პარლამენტი, რაც ფაქტობრივად ასეა და ასე იქნება იქამდე, სანამ ისინი არ აღიარებენ, რომ 2020 წლის არჩევნები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის აზრს და შესაბამისად, ვიმყოფებით ღრმა კრიზისში. ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ხელახალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გამოსავალი იქამდე ეს მასკარადი შეუძლიათ გააგრძელონ",- განაცხადა თარხნიშვილმა.

ცნობისთვის,სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა