ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4,3%-ია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4,3%-ია.

გამყრელიძის თქმით, ამ მიმართულებით, პოზიტიური დინამიკაა.

“იანვარ-თებერვალში დადებითობის მაჩვენებელი არის 7,3% და ეს მაჩვენებელი ნოემბერში იყო 25-30%. სერიოზული კლება გვაქვს. დღეს დილისთვის დადებითობის პროცენტი ქვეყნის მასშტაბით არის 4,3. ბოლო 14 დღის განმავლობაში გვაქვს 4,6% და ბოლო 7დღის განმავლობაში გვაქვს 3,87% ანუ ჩამოცდა ქვეყნის მასშტაბით 4%-ს. დღეს დილისთვის აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 1%, რაც ძალიან კარგია, თბილისში - 5%, იმერეთში - 6%, ქვემო ქართლში - 3%. 14 დღის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს 2%, თბილისში - 4%, იმერეთში - 6% და ქვემო ქართლში - 4%. ხაზს ვუსვამ, რომ მთლიანად ქვეყანაში და განსაკუთრებით ამ დიდ ქალაქებში პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მან საზოგადოებას პირბადის აქტიური გამოყენებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პირბადე დღემდე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ მძლავ იარაღად რჩება.

„ქვეყანა წავიდა შემსუბუქებისკენ და იგრძნობა, ილუზია იქმნება, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი, დაახლოებით ისე, როგორც ზაფხულში გვქონდა. ჩვენ დეკემბერ-იანვარში 72%-ზე ავედით პირბადის ტარების მაჩვენებლით, რაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რამაც განაპირობა მაჩვენებლების შემცირება. კიდევ ერთელ მოვუწოდებ მოსახლეობას და ვთხოვ, ჩვენ პირბადე დაგვჭირდება ეს გაზაფხული და შემდგომ კიდევ ვიმსჯელოთ, როგორ იქნება დინამიკა. აუცილებელია, ყველგან პირბადის ტარება. ეს არის მთავარი დამცავი და პრვენციული საშუალება ინფექციის შემდგომი გავრცელების.

მიუხედავად იმისა, რომ თებერვლს მეორე ნახევარში დავიწყებთ დიდი ალბათობით პირველ პარტია ვაქცინაციას, შემდეგ მარტში იქნება შედარებით უფრო დიდი პარტიები და ვაქცინაცია აქტიურად წარიმართება ქვეყანაში, მიუხედავად ამისა, პირბადე მაინც რჩება პრევენციის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო