ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო USAID-ის მხარდაჭერით ახალ პროექტს განახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა და USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციის მხარდაჭერის მიზნით, პროექტის - „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ - განხორციელების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ინიციატივის ფარგლებში, USAID-სთან თანამშრომლობა საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელს შეუწყობს წარმატებით დაგეგმოს და განახორციელოს მცენარეთა დაცვის სტრატეგია, რაც ფერმერებს საერთაშორისო სერტიფიკატების მიღებასა და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანაში დაეხმარება.

USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა, ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის სექტორში.

„ეს პარტნიორობა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს USAID საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირებაში. საქართველოს სოფლის მეურნეობა უფრო მეტ მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებს და ზრდის სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლებს. ეს კი აძლიერებს ეკონომიკას და ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ყველა მოქალაქეზე“,“- განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უკვე აქვთ თანამაშრომლობის წარმატებული მაგალითი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის განხორციელებაში.

„ამავდროულად, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი, რომლის მიზანიც მავნებლებთან ბრძოლის ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რაც ხელს შეუწყობს რისკების ეფექტიანად მართვას, წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნებლებისგან და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროექტი „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ გააძლიერებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიულ შესაძლებლობებს მცენარეთა მავნებლებისგან გამოწვეული რისკების ანალიზისა და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა