ალეკო ელისაშვილი - ჩემთვის ყველაზე საინტერესოა რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე, აპირებს თუ არა შემოუჭიროს მთავრობას, ასევე პარლამენტსაც ქამრები

ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე, აპირებს თუ არა შემოუჭიროს მთავრობას, ასევე პარლამენტსაც ქამრები, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა კომფორტულია, თუმცა, გარეთ სხვა რეალობა დგას, სადაც ხალხს უჭირს.

"წინასწარ თქმა რთულია, როგორც შარშანდელის შეჯამება მაინტერესებს, ასევე მაინტერესებს ზოგადად, რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა, რამდენად კრიტიკული იქნება მთავრობის მიმართ. ჩემთვის ყველაზე საინტერესოა რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე აპირებს თუ არა შემოუჭიროს მთავრობას, ასევე პარლამენტსაც ქამრები, რადგან ამ შენობაში მუშაობა კარგია, კომფორტია, მაგრამ გარეთ სულ სხვა რეალობა გვაქვს, სადაც ძალიან უჭირს ხალხს. მთავარი პოლიტიკური ორგანო არის პარლამენტი, შესაბამისად, ძალიან მკაცრად უნდა მოთხოვოს პარლამენტმა ყველაფერზე პასუხი მთავრობას, მათ შორის, იმაზეც, რომ ხელგაშლილად არ უნდა ცხოვრობდეს ღარიბი, ღატაკი ქვეყნის მთავრობა,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ანგარიშის მოსმენით დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო