“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ქობულეთის, ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტენდერებში, სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ქობულეთის, ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტენდერებში, რომლებშიც კომპანია „ჯორჯიან სტოუნმა“ გაიმარჯვა, სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბადრი რომანაძის კომპანია „ჯორჯიან სტოუნი” ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან ისევ დიდ მოგებას იღებს - კომპანიამ 2020 წელს ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის 58% (5,837,734 ლარი) ქობულეთის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიიღო. ამასთან, „ჯორჯიან სტოუნთან” დაკავშირებით საეჭვო ტენდენცია ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების შესყიდვებშიც გამოიკვეთა.

არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, ქობულეთის, ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების „ჯორჯიან სტოუნის” გამარჯვებით დასრულებული ელექტრონული ტენდერები და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები კონკურენციის პირობების უგულებელყოფის და დაუსაბუთებელი ცვლილებების სიხშირის გამო სავარაუდო კორუფციასთან და პროცესის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით ეჭვებს აღძრავს.

„აღნიშნული შესყიდვების პროცესში სატენდერო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კონკურენციის კანონით დადგენილ სტანდარტებს და პრაქტიკულად აზრს უკარგავს სახელმწიფო შესყიდვის ჩატარებას.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოკვლევა ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა ვრცლად იხილეთ ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო