ალეკო ელისაშვილი - ბოლო დროს ოპოზიციის კრიტიკით ვარ დაკავებული, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი იყო, როცა “ოცნება” საარჩევნო ცვლილებებს იხილავდა, ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ იყო

ჩემთვის გაუგებარი იყო, რომ არ იყო ოპოზიცია სხდომათა დარბაზში წარმოდგენილი, როცა საარჩევნო ცვლილებებს იხილავდა "ქართული ოცნება",- ამის შესახებ მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან წინა მოწვევის პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, უცნაური სურათი იყო, როცა “ქართული ოცნება” საარჩევნო ცვლილებებს დიპლომატებთან ერთად განიხილავდა და ოპოზიცია ამ პროცესში არ მონაწილეობდა.

"ბოლო დროს ოპოზიციის კრიტიკით ვარ დაკავებული, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ჩემთვის გაუგებარი იყო, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ იყო წარმოდგენილი, როცა საარჩევნო ცვლილებებს იხილავდა “ქართული ოცნება”. ეს იყო გაუგებარი, რადგან ამისთვის ვიბრძოდით, ამისთვის ვჩხუბობდით და მე რასაც ვუყურებდი ძალიან უცნაური სურათი იყო, რომ “ქართული ოცნება” და უცხოელი ელჩები მონაწილეობდნენ მხოლოდ საარჩევნო ცვლილებების განხილვაში, ეს ძალიან გაუგებარი იყო,"- განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა