ლევან თარხნიშვილი - პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ოცნების" ლიდერები და პირადად წულუკიანი არღვევს პერსონალური მონაცემების დაცულობას და უბიძგებს ღვარძლის ნიაღვარს

"ქართული ოცნების" სტილი და პოლიტიკა სიძულვილის ენა, ურთიერთდაპირისპირება და კანონის დარღვევაა", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი, ლევან თარხნიშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილური ნომრის საჯაროდ გამოცხადებას.

ლევან თარხნიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობის დასასრულებლად, ხელახალი არჩევნების ჩატარებაა აუცილებელი.

„ რა თქმა უნდა, გუშინდელი ფაქტი აღმაშფოთებელი და ამაზრზენია, რაც ამას მოყვა ასევე აღმაშფოთებელია. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ქართული ოცნების" ლიდერები და პირადად წულუკიანი არღვევს კანონს, არღვევს პერსონალური მონაცემების დაცულობას და დამატებით უბიძგებს ღვარძლის ნიაღვარს და შეტევებს ამა თუ იმ ადამიანზე, ამჯერად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს სხვა პიროვნებების წინააღმდეგ მიმართული ასეთივე შეტევები. ბოლო მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ ივერი მელაშვილზე. "ქართული ოცნების" სტილი და პოლიტიკაა სიძულვილის ენა, ურთიერთდაპირისპირება და კანონის დარღვევაა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები და ამ გზით დავასრულოთ "ქართული ოცნების" მმართველობა", - განაცხადა თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს