არჩილ თალაკვაძე - ის რომ გაგვეკეთებინა, რასაც ჩვენგან რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა და არჩევნები 2024 წლის მოდელით ჩაგვეტარებინა, პარლამენტში დღეს „ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი მანდატი ექნებოდა

ჩატარებულმა არჩევნებმა დაგვანახა, ის რომ გაგვეკეთებინა, რასაც ჩვენგან ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია და ეს არჩევნები 2024 წლის მოდელით ჩაგვეტარებინა, პარლამენტში დღეს „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი მანდატი ექნებოდა და ოპოზიციაში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია გვეყოლებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ანგარიშით წარდგა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პროცესმა დაადასტურა, რომ 2024 წელი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის სწორად იყო შერჩეული.

„ვფიქრობ, რეფორმებს, რომელიც გავატარეთ, სულ მალე საზოგადოება შეაფასებს უფრო ფართო კონტექსტში, თუ როგორ შეძლებს მე-10 მოწვევის პარლამენტი და ოპოზიციური სპექტრის ის წარმომადგენლობა, რომელიც საზოგადოებამ აირჩია თავისი ფუნქციების შესრულებას. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი მაშინაც და დღესაც იყო პოლიტიკური შეცდომა, რადგან დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობაზე უარის თქმა, დემოკრატიის ბოიკოტირება ყოველთვის წამგებიანია. საქართველომ არსებითად პროპორციული სისტემით და განახლებული წესებით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნების თანახმად, არჩევნები კონკურენტულად და ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. პირველად უახლეს ისტორიაში საარჩევნო ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა და საქართველოს პარლამენტში შესვლის მანდატი ოპოზიციის 60 -მა წარმომადგენელმა მოიპოვა. უფრო მეტიც, ჩატარებულმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ ის რომ გაგვეკეთებინა, რასაც ჩვენგან ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია და ეს არჩევნები 2024 წლის მოდელით ჩაგვეტარებინა, პარლამენტში დღეს „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი მანდატი ექნებოდა და ოპოზიციაში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია გვეყოლებოდა. პროცესმა დაადასტურა, რომ 2024 წელი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის სწორად იყო შერჩეული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლიანად შეასრულა 8 მარტის შეთანხმებით მიცემული პირობა დემოკრატიული რეფორმების შესახებ, დანერგა არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა და შეცვალა საარჩევნო კოდექსი.

„სამწუხაროდ, ამ შეთანხმების მიუხედავად, მაშინ, ისევე როგორც, დღეს, ოპოზიციამ აირჩია ბოიკოტი და უარი თქვა მონაწილეობაზე. პარლამენტში მათ მხარი არ დაუჭირეს ცვლილებებს, რომელზეც წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ კრიტიკულად აუცილებელი იყო ქვეყნისთვის. მიმაჩნია, რომ ეს იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა, რომელშიც სულ მალე, რამდენიმე თვეში მაშინდელმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების დროს მნიშვნელოვანი ფასი გადაიხადა. მათ ახალ არჩევნებში მინიმალური მხარდაჭერა მიიღეს და ახალ პარლამენტში პოზიციები დაკარგეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა