კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციები გაგრძელდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციები გაგრძელდება.

როგორც კობა გვენეტაძემ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, სებ-ს საკმარისი რესურსები აქვს, რომ ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას შეუწყოს ხელი.

„2020 წელს ეროვნული ბანკი ბაზარს განუწყვეტლივ აწვდიდა სავალუტო რესურსებს. 916 მილიონი დოლარი გავიტანეთ ბაზარზე. 2021 წლის იანვარში 80 მილიონი დოლარი მივაწოდეთ ბაზარს. რა თქმა უნდა, ბაზარზე ჩვენი შემდგომი აქტივობა იქნება, ჩვენ ვრჩებით სავალუტო ბაზარზე და ჩვენი აქტივობა დამოკიდებული იქნება საგარეო სექტორის დინამიკაზე, მოლოდინებზე, ტენდენციებზე, ეკონომიკის აღდგენის სიჩქარეზე. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს კონკრეტული ნიშნული გაცვლით კურსთან დაკავშირებით, როდესაც ბაზარზე მონაწილეობას იღებს. რაც შეეხება რესურსების არსებობას, საკმარისი რესურსები გვაქვს, რომ ბაზარს გამართულად ფუნქციონირების გაგრძელებაში შევუწყოთ ხელი“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა