ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის განმარტებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესები პანდემიის გამო შეჩერდა და განახლების შესახებ სასამართლოდან არავინ დაკავშირებია

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესები პანდემიის გამო შეჩერდა და განახლების შესახებ სასამართლოდან არავინ დაკავშირებია.

“დიახ, ამ საქმის განხილვა მიმდინარეობდა და შეწყდა პანდემიური მდგომარეობის გამო. დღეს განახლდა თუ არა ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, სასამართლოდან არავინ დამკავშირებია, თქვენგან გავიგე”, - განუცხადა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

“ე.წ. 20 ივნისის საქმეზე დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს მის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირდებოდა. ეს საქმე (ბუტა რობაქიძის საქმე) დასჭირდათ იმისთვის, რომ 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დიდხანს ვერ ეყოლებდათ", - განაცხადა ჭაბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს