არჩილ თალაკვაძის მოსმენა დასრულდა, თუმცა მის მიერ წარდგენილი მოხსენების გარშემო დისკუსია არ გამართულა, რასაც რეგლამენტი ითხოვს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მოსმენა დასრულდა, თუმცა მის მიერ წარდგენილი მოხსენების გარშემო დისკუსია არ გამართულა, რასაც რეგლამენტი ითხოვს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას პარლამენტი განიხილავს ერთობლივად, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხსენებლის გამოსვლა კითხვა-პასუხით უნდა გაგრძელდეს, შემდეგ კი მას დეპუტატების სიტყვით გამოსვლები მოჰყვეს.

არჩილ თალაკვაძის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ პარლამენტში რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა, შემდეგ კი პლენარული სხდომა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვით განახლდა. სწორედ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცესში დეპუტატი ფრიდონ ინჯია დაინტერესდა, რატომ არ მიეცათ მათ გამოსვლის საშუალება.

ინჯიას თალაკაძემ უპასუხა, რომ „ამის შესაძლებლობა სხვა ფორმატში ექნებათ, როგორც კი კანონპროექტების განხილვას დაასრულებენ“.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს