პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის განხილვის საკითხს დაუბრუნდნენ

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის განხილვის საკითხს დაუბრუნდნენ.

პირველი შეკითხვით არჩილ თალაკვაძეს დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ მიმართა.

პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხსენებლის გამოსვლა კითხვა-პასუხით უნდა გაგრძელდეს, რასაც დეპუტატების სიტყვით გამოსვლები მოჰყვება.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კი, მას შემდეგ, რაც თალაკვაძემ ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაასრულა, პარლამენტში რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა და პლენარული სხდომა “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვით განახლდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს