მაია ციქიტიშვილი - ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მოლაპარაკებებისთვის მზაობა გვაქვს - ამ მოლაპარაკებების შედეგიცაა მათ შორის ის, რომ დღეს სამი პარტიაა პარლამენტში წარმოდგენილი

ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მზაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

როგორც ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში არაერთი ნაბიჯი გადადგა წინ.

„ქართული ოცნების“ პოზიცია პირველივე დღიდან იყო ასეთივე, როგორიც არის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიცია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მოლაპარაკებებისთვის მზაობა გვაქვს. ამ მოლაპარაკების პროცესში არაერთი ნაბიჯი გადავდგით წინ. როგორც ხედავთ ამ მოლაპარაკებების შედეგიცაა მათ შორის ის, რომ დღეს სამი პარტიაა პარლამენტში წარმოდგენილი და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ პარლამენტში ასეთ მულტიპარტიულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩი საქართველოში კენი დეგნანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მათ შორის არსებულ განსხვავებებზე კომპრომისის მისაღწევად ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უნდა დააყენონ და ამომრჩევლების აზრი გაითვალისწინონ.

„იმედი მაქვს, იმ საკითხების მოგვარების გადაუდებლობა, რაც ამომრჩევლებს აწუხებთ, პარტიებს უბიძგებს, კომპრომისს მიაღწიონ და მოვიდნენ პარლამენტში მუშაობის დასაწყებად“, - აცხადებს დეგნანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა