კარლ ჰარცელი წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე - უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დამეუფლა - პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად ვთვლი

ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს გამოვიჩენ. თუმცა გეტყვით, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დამეუფლა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას ფიქრობდა თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადების შესახებ.

„ყველამ ვიცით, რომ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად ვთვლი, თუმცა ეს ჩემი განსასჯელი საკითხი არ არის. მე ვიცი, რომ საკითხს სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის ვალდებულების თვალსაზრისით სწავლობს და ვნახავთ, რა იქნება მათი მოსაზრება“, - აღნიშნა ელჩმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს