გია ვოლსკი - ვფიქრობ, მოლაპარაკებას კვლავ უნდა დავუტოვოთ კარი ღია

არ მინდა ვიყო პესიმისტური განცხადებების ავტორი ამ თემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მოლაპარაკებას კვლავ უნდა დავუტოვოთ კარი ღია, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი მოლაპარაკებისა და შეთანხმების რესურსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ვოლსკი ამ საკითხზე აშშ-ის ელჩის პოზიციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ველზე მიმდინარე ბრძოლას ქვეყნის ინტერესები ეწირება.

„ძალიან ცუდი ფაქტის მომსწრენი ვართ ისტორიის ამ ეტაპზე, როცა ეს საკითხი, რასაც ჰქვია პოლიტიკურ პარტიათა შორის დაპირისპირების თემები, არის ექსპორტირებული პოლიტიკურ ველზე საბრძოლველად, მაგრამ რეალურად ამ ბრძოლას ეწირება საქართველოს ინტერესები, მისი სტაბილურობის ინტერესები, იმის ნაცვლად, რომ ამ საკითხებზე პარლამენტში იყოს დავა და კამათი. სწორედ ამის თაობაზე ილაპარაკა აშშ- ის ელჩმა. იგივეს ამბობს ევროკავშირის ყველა წარმომადგენელი მისი ელჩის მეშვეობით. არ მინდა ვიყო პესიმისტური განცხადებების ავტორი ამ თემასთან დაკავშირებით, იმდენად დიდია საზოგადოების დაინტერესება იმით, რომ დესტაბილიზაციას არ ჰქონდეს ადგილი და კამათი პარლამენტის ფორმატში გრძელდებოდეს, იმდენად დიდია ინტერესი ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების, რომ მე ვფიქრობ, მოლაპარაკებას კვლავ უნდა დავუტოვოთ კარი ღია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, აშშ-ის ელჩი საქართველოში კენი დეგნანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მათ შორის არსებულ განსხვავებებზე კომპრომისის მისაღწევად ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უნდა დააყენონ და ამომრჩევლების აზრი გაითვალისწინონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო