ჯერ კიდევ ველოდებით ამ ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმებას შეძლებს, რადგან პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ოპოზიციის უმრავლესობა ბოიკოტს აგრძელებს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, მოლაპარაკებების ფასილიტატორები დაფიქრდნენ, რამდენად სასარგებლო იქნება მათი როლი, დიალოგის ფორმატი და ა.შ. მომავალში.
„გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჯერ დიალოგის დროს სირთულეებს ვაწყდებით, სადაც არც ერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც დამარწმუნებდა, რომ შეგვიძლია ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა, რაზეც ჩვენ, როგორც ფასილიტატორები, ჯერ კიდევ ვმუშაობთ. გზავნილი რჩება ის, რომ ჩვენ, ყველა მხარემ უნდა გავაგრძელოთ ძლიერად მუშაობა. ჩვენ, როგორც ფასილიტატორებმა, გავაგრძელოთ ძლიერად მუშაობა, თუმცა მნიშვნელოვანია, მხარეების ჩიხში შესული პოზიციებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ასევე ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება ჩვენი როლი, დიალოგის ფორმატი და ა.შ. მომავალი დღეების ან კვირების განმავლობაში,” – განაცხადა ჰარცელმა.