მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია წელს აქტუალურ საკითხებზე აქცენტი, ესაა დემოკრატია, უსაფრთხოება და ეკონომიკა

ყველანი დაინტერესებული ვართ, რომ პარლამენტმა შეიძინოს და გააძლიეროს ის როლი, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული. აუცილებელია, რომ ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება პარლამენტმა სრულფასოვნად შეძლოს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის დღევანდელ ანგარიშს.

„ბატონი არჩილის ანგარიში ეხებოდა იმ გამოწვევებს და მიღწევებს, რომელსაც 2020 წლის განმავლობაში ერთად ვადევნებდით თვალ-ყურს და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ საკითხების ხაზგასმა, რაც წელსაა აქტუალური, ესაა - დემოკრატია, უსაფრთხოება და ეკონომიკა. ბუნებრივია, მთავრობა და პარლამენტი აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში ვმუშაობთ ამ სამივე პრიორიტეტის სრულფასოვან რეალიზაციაზე და მჯერა, პარლამენტის უკვე განახლებულ გუნდთან გვექნება საშუალება ასევე აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ყველა რეფორმის განხორციელებისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და 2024 წლისთვის ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადისთვის გვჭირდება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა