რატი ამაღლობელი - ის, რაზეც "ოცნება" დგას, პოლიტიკური ტიპის ღირებულებები არ არის

ის, რაზეც "ოცნება" დგას, არ არის პოლიტიკური ტიპის ღირებულებები",- ასე ეხმაურება პოეტი რატი ამაღლობელი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, მხარი არ დაეჭირათ ოპოზიციის წევრებისთვის მანდატების გაუქმებისთვის. როგორც რატი ამაღლობელი აღნიშნავს, "ქართული ოცნების" უმთავრესი პრინციპი ქრთამი და კორუფციაა.

„ის რაზეც "ოცნება" დგას, არ არის პოლიტიკური ტიპის ღირებულებები, რაიმე ტიპის პრინციპები. უმთავრესი პრინციპი არის აღებ-მიცემობა, კორუფცია, ხელფასი, ქრთამი. ღარიბ საზოგადოებაში ფულით მანიპულირება და ეს კორუფციული სული გამოიხატება ამ გადაწყვეტილებაში ",- აცხადებს რატი ამაღლობელი.

რატი ამაღლობელმა კომენტარი გააკეთა გელათის გარშემო არსებულ ვითარებასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების კულტურის პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ძალიან შორის არის კულტურის პოლიტიკისაგან.

"ეს არის ჩვენება სრული უვიცობის და "ქართული ოცნების" მართვის სახე. „ქართული ოცნება" ძალიან შორის არის კულტურის პოლიტიკისაგან. 1978 წელი რომ დადგეს ახლა," 14 აპრილის ამბები რომ იყოს, ესენი ქართულ ენას ჩააბარებდნენ. აი ეს პარლამენტი რომ იყოს, 1978-ში ქართული ენის პრობლემა რომ იყო, ესენი ყველაფერს ხელს მოაწერდნენ", - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

აღნიშნულ კომენტარს "ლელოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო