ნინო წილოსანი - მიხარია, რომ გერმანიის საელჩო და თვითონ ელჩი ჩვენი ქვეყნის განვითარების მხურვალე გულშემატკივრები არიან

მიხარია, რომ გერმანიის საელჩო და თვითონ ელჩი ჩვენი ქვეყნის განვითარების მხურვალე გულშემატკივრები არიან, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. ნინო წილოსანის განცხადებით, გერმანიის ელჩმა ინტერესი გამოხატა მიწის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა გერმანიის ელჩთან. როგორც ყოველთვის, ის მხარს უჭერს პარლამენტის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს უმნიშვნელოვანეს ინიციატივებსა და წამოწყებებს. გერმანიის საელჩოს და გერმანიის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები, ჩვენი სოფლის მეურნეობა საკმაოდ მჭიდროდ იკვეთება ამ კუთხით გარემოს დაცვასთან, ბუნებრივ რესურსებთან და მის გამოყენებასთან.

აქედან გამომდინარე, გვქონდა საუბარი იმ გადაკვეთის შესაძლებლობებზე, რომელიც მათი პროგრამის და ინტერესის ფარგლებში შეიძლება გვქონდეს.

ამასთანავე, ელჩმა დიდი ინტერესი გამოხატა მიწის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მოვილაპარაკეთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც შეგვიძლია გადავდგათ, რათა დავეხმაროთ ამ რეფორმის წარმატებას.

ასევე გავაცანით ის მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელზეც ვმუშაობთ და განვიხილეთ მათი მხრიდან თუ რა შემოთავაზებები შეიძლებოდა ყოფილიყო და რა ნაწილში გვეთანამშრომლა. მიხარია, რომ ჩამოვყალიბდით რამდენიმე საკვანძო საკითხზე, რომელზეც გავაგრძელებთ მუშაობას. სასიხარულოა ისიც, რომ გერმანიის საელჩო და თვითონ ელჩი მხურვალე გულშემატკივრები არიან ჩვენი ქვეყნის განვითარების", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა