ირაკლი ბერაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ასევე ქართულ-გერმანულ თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.

“სტუმარმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. საუბრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო გერმანიის აქტიურ ჩართულობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის არაერთი ინიციატივის იმპლემენტაციაში. ირაკლი ბერაიამ ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და გერმანიის ბუნდესტაგის შესაბამის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების, აგრეთვე ფედერაციული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ ქართულ-გერმანულ ფორუმში ჩართულობის აუცილებლობა და მნიშვნელობა. ირაკლი ბერაიამ გერმანელ დიპლომატს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია და გერმანიის სამხედრო ატაშე ლარს უკერვიცი ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა