კობა გვენეტაძის განცხადებით, 2020 წელს საქართველომ ტურიზმიდან დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი ვერ მიიღო

„თუ დავუშვებთ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება და წლის მეორე ნახევარში ტურიზმი სექტორი ეტაპობრივ აღდგენას დაიწყებს, მაშინ 2021 წელს ეკონომიკის ნაწილობრივ გაჯანსაღებას ველოდებით, დაახლოებით 4%-ის ფარგლებში“,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მოვლენების ნეგატიურად განვითარების შემთხვევაში, პესიმისტური სცენარით, ეკონომიკა შესაძლოა 1%-ის ფარგლებში გაიზარდოს.

„პანდემიის მდგენელები სამწუხაროდ, დრო და დრო არასასურველ სიურპრიზებს გვთავაზობენ და აქედან გამომდინარე გვაქვს პესიმისტური გათვლებიც. პანდემიის მიმდინარეობის და გლობალურად არსებული შეზღუდვების გახანგრძლივების შემთხვევაში, თუ ასეთი რამ მოხდა, ეს რა თქმა უნდა, ეკონომიკას დააზარალებს. თუ კიდევ გაუარესება მოხდა, საერთოდ არ მოხდა ტურიზმის აღდგენა, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლების სახით საქართველომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი ვერ მიიღო, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან დიდი თანხაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა