პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც „ქართული მარშის“ აქტივისტები აქციას მართავდნენ, დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც „ქართული მარშის“ აქტივისტები აქციას მართავდნენ, დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილს მათთან სასაუბროდ 10 წუთი მისცეს, რის შემდეგაც ადმინისტრაციის კარზე ბოქლომის დაკიდება სცადეს, თუმცა აღნიშნულის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაპირისპირების შედეგად ორი აქტივისტი, მათ შორის „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გაბედავა დააკავეს.

„ქართული მარშის“ წევრები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, „გარეჯის დროებით დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე საქართველოს ე.წ. პრეზიდენტია“.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე დავით გარეჯის დროებით დაკარგვისა, არის საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი პროვოკაციული ფრაზა არავითარი შემთხვევითობა არ იყო, რომელიც თავის დროზე დავით გარეჯში თქვა. ეს იყო მიმართული იმისკენ, რომ დაწყებულიყო ის პროცესები, რომელიც გარეჯში მიმდინარეობს. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ამოიწიეს ზემოთ და დაიკავეს ჩვენი ეკლესია-მონასტრები. მოვედით, რომ პასუხი ვაგებინოთ თავის ქმედებაზე და სასწრაფოდ მოვითხოვოთ ამ პრობლემის გადაწყვეტა“, - აღნიშნა „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს