ალეკო ელისაშვილი - ძალიან უცნაური და არასასიამოვნო რამ მოხდა, სიტყვა მინდოდა და არ მომცეს, მინდოდა, საერთო ოპოზიციური მონაპოვარი დამეცვა

ძალიან უცნაური და არასასიამოვნო რამ მოხდა, სიტყვა მინდოდა და არ მომცეს, - მინდოდა, საერთო ოპოზიციური მონაპოვარი დამეცვა და ეს ყველაფერი ელჩების გასაგონად მეთქვა, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას სურდა საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე, რომ ბოიკოტს აზრი არ აქვს. მისი თქმით, საარჩევნო სისტემა რომ იცვლება, ეს სწორედ ბოიკოტის დამსახურებაა.

„რაღაც სხვა საკითხის შემდეგ თქვეს, რომ სიტყვას მოგვცემდნენ. არჩილ თალაკვაძეს კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა აზრი, როგორც მან თქვა, არც თავიდან ჰქონდა და არც ახლა. მინდოდა, ამაზე რეაქცია მქონოდა და მეპასუხა, ამის საშუალება არ მომეცა. შემდეგ თალაკვაძემ ძალიან ამაყად ჩაიკითხა, მემორანდუმის პუნქტები - არჩევნები რომ თითის ანაბეჭდით ჩატარდება, რომ შრიხკოდი ექნება თითოეულ ბიულეტენს. ეს არის ზუსტად ბოიკოტის დამსახურება. "ქართულ ოცნებას" ამის გაკეთება თუ უნდოდა, ხელს ვინ უშლიდა? 31 ოქტომბრის არჩევნები ასე რომ ჩაეტარებინათ, არანაირი ბოიკოტი და პროტესტი არ იქნებოდა. თუ ამას აპირებდნენ, რას ემსახურებოდა ოთხი რაუნდი? ვისურვებდი, რომ თალაკვაძე ოპოზიციის მიმართ უფრო კორექტული ყოფილიყო. ჩემთვის მიუღებელი იყო ის, რომ თითქოს, "ქართული ოცნება" დემოკრატიული ძალაა, ერთ დღეს გაიღვიძა და საარჩევნო სისტემის შეცვლა გადაწყვიტა. რა პუნქტებიც ჩამოთვალა, ბოიკოტის დამსახურება იყო, თორემ, აქამდე ცხრა წელია ხელისუფლებაში არიან და ამის გაკეთებას რა უშლიდა ხელს? მინდოდა, საერთო ოპოზიციური მონაპოვარი დამეცვა, ვერ მივიწერთ ჩვენ იმ მემორანდუმს, ხელი კი ჩვენ მოვაწერეთ, მაგრამ ის იყო საერთო ბრძოლის შედეგი. ეს ყველაფერი ელჩების გასაგონად მეთქვა,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო