არჩილ თალაკვაძე - ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისეთი სახით იყოს წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია - ამიტომ მივიღეთ მართებული გადაწყვეტილებები და კარი ჯერ კიდევ ღიაა

ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისეთი სახით იყოს წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია - სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ, მართებული გადაწყვეტილებები და კარი ჯერ კიდევ ღიაა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

მან იმ საარჩევნო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რის ინიცირებასაც მმართველი გუნდი აპირებს. თალაკვაძის თქმით, პარლამენტი შეიმუშავებს საარჩევნო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს ეყრდნობა.

“ჩვენ ვცვლით საარჩევნო სისტემას თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც საკრებულოებში პროპორციული სიით არჩეულ წევრთა რაოდენობას გაზრდის. იცვლება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პრინციპი. ამომწურავად გაიწერება ადმინისტრაციული რესურსის ამკრძალავი წესები. ზეგავლენისგან დაცული ხდება საარჩევნო უბნის პერიმეტრი, დაინერგება ხმის მიცემის კონტროლის ელექტრონული საშუალებები, როგორიცაა ბიულეტენის ელექტრონული მთვლელები და თითის ანაბეჭდით რეგისტრაცია. უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო უბნების შედეგების მინიმუმ 10%-ის გადათვლის შესაძლებლობა და სხვა. შედეგად, ჩვენ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს და გაუმჯობესებული კანონმდებლობის პირობებში ჩავატარებთ ადგილობრივ არჩევნებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო