გია ვოლსკი პეტრ მიკისკას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს, ასევე მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გაზრდილ საფრთხეებზე.

„მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. ვისაუბრეთ რეგიონში გაზრდილ საფრთხეებზე და ძალთა ბალანსის ცვლილებაზე, რომელსაც რუსეთი ამ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით კი, ომის შემდეგ ახდენს. ასევე, ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას ეხება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დიპლომატისა და ვიცესპიკერის შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე იანა გასპარიკოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო