პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დადგენილება 84-ხმით დაამტკიცეს.

როგორც დადგენილებაზე თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კომისია შემდეგ აქტივობებს განახორციელებს: - შეისწავლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ გადასაჭრელად შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოწესრიგების საკითხებზე კანონპროექტებისა და დადგენილებების შემუშავებაში; კონტროლს გაუწევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებზე მიღებული კანონების, დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას, შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის პლენარულ სხდომას; კონტროლს გაუწევს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის თაობაზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების, დადგენილებების და სხვა აქტების შესრულებას; კონფლიქტის მოწესრიგების პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით თავის სხდომებზე მოუსმენს მინისტრების, დეპარტამენტებისა და უწყებების, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების ხელმძღვანელთა ინფორმაციებს და ანგარიშებს.

დადგენილების მიღების შემდეგ, კომისიის პერსონალური შემადგენლობა აირჩევა. რეგლამენტის გათვალისწინებით, კომისიას ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი უხელმძღვანელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა