სოზარ სუბარი - ორი ოპოზიციური პარტია არის პარლამენტში, მალე დაინახავთ, რომ  პარტიების თუ ცალკეული პოლიტიკოსების რიცხვი გაიზრდება

ორი ოპოზიციური პარტია არის პარლამენტში შემოსული და მალე დაინახავთ, რომ ამ პარტიების თუ ცალკეული პარტიების წარმომადგენლების და პოლიტიკოსების რიცხვი გაიზრდება. შესაბამისად, საპარლამენტო ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი საგამოძიებო კომისიაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპიზიცია არა მხოლოდ წარმოდგენილი იქნება საგამოძიებო კომისიაში, არამედ, მათ ექნებათ იქ დომინანტური როლი.

“იმედი მაქვს მათ არ შეეშინდებათ პასუხისმგებლობის აღება, ვგულისხმიბ იმას, რომ მათ უკვე გაასიგრძეგანეს და ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. დღეს მათ უჭირთ პასუხისმგებლობის აღება, რომ ნახავენ, რომ გაიხსნება ყველა საარჩევნო პაკეტი, ვიდეოთვალი და ნახევენ, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა, მოუწევთ თავისი სიტყვების გადათქმა, მე მესმის, რომ მათ გაუჭირდებათ ამის გაკეთება, მაგრამ უნდა იქონიონ ვაჟკაცობა და გამბედაობა და ეს გააკეთონ,"- განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ბევრი ოპოზიციონერი მზად არის პარლამენტში შევიდეს და მათ ისიც გაცნობიერებული აქვთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

"მრავალი თვეა უკვე ელჩები ამბობენ ერთსა და იმავე რამეს და ეს გაიმეორა დღეს ქალბატონმა დეგნანმაც და ბატონმა ჰარცელმაც - პარლამენტში შემოსვლა და მუშაობის გაგრძელება არის უმნიშვნელოვანესი და ერთადერთი გზა იმისთვის, რომ აისახოს პარლამენტში ქართველი ხალხის ნება და სრულფასოვანი დემოკრატია გვქონდეს. ოპოზიციამ არ უნდა გააკეთოს ის, რაც თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლამ - დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრით არ უნდა იყვნენ დაკავებულნი. რასაც ვუყურებ ბოლო დღეებში კომენტარებს, ძალიან ბევრი ოპოზიციონერი მზად არის იმისთვის, რომ გააგრძელონ მუშაობა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ბევრი მათგანი ამბობს მკაფიოდ და მყარად, რომ დაინახეს, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი, ისინი ამას ასაბუთებენ იმით, რომ როცა ოპოზიცია ჩვენ გვეუბნეოდა, არჩევნები გაყალბდა და ვერც ერთი მტკიცებულება ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა, ჩვენ მათ დავუჯერეთ და აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ასე არ არისო. მეორე, ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა განცხადება, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი თავიდანვე ამბობდა, რა დათმობაზეც გინდა წამოვიდეს ხელისუფლება, ისინი მაინც არ შევიდოდნენ პარლამენტში. ამით დადასტურდა, რომ მათი მიზანი არის არა უკეთესი საკანონმდებლო გარემოს შექმნა, არამედ საბოტაჟის მოწყობა საკანონმდებლო ორგანოსთვის და ქვეყნისთვის. კარგია, რომ ოპოზიციური პარტიები ამ აზრს თანდათან უერთდებიან. ძალიან ბევრი ოპოზიციონერი აცნობიერებს, რომ არ უნდა იყვნენ სხვა ოპოზიციონერი ლიდერების ტყვეობაში და უნდა გათავისუფლდნენ საკუთარი არასწორი განცხადებების ტყვეობიდან,"- განაცხადა სუბარმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს