ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც თურქული ბიზნესსექტორი საქართველოში ახორციელებს.

„სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია გავაგრძელოთ ინტენსიური კონტაქტები, რათა კიდევ უფრო დავაინტერესოთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საქართველოში ინვესტიციების ჩადებით. განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა თხილის კულტურის განვითარების მიმდინარეობა ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ვისაუბრეთ სამეგრელოს რეგიონში სხვა ბიზნეს მიმართულებების განვითარებაზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა