მამუკა მდინარაძე - კონსტიტუცია ჩვენ მივიღეთ, შეთანხმება ჩვენ აღვასრულეთ, ახლა საარჩევნო რეფორმაც ჩვენ უნდა მივიღოთ და შემდეგ ოპოზიცია იტყვის, რომ მათი დამსახურებაა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ საქმეებს ოპოზიცია იბრალებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გაკეთდეს და მოქალაქეების საჭიროებებზე საუბარი დაიწყოს.

„ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს, ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და სხვას უნდა დაბრალდეს ამის გაკეთება, ამას უკვე მივეჩვიეთ. კონსტიტუცია ჩვენ მივიღეთ, შეთანხმება ჩვენ აღვასრულეთ, ახლა საარჩევნო რეფორმაც ჩვენ უნდა მივიღოთ, თანხმობაც ჩვენ უნდა განვაცხადოთ, დეტალებში უნდა ჩავიდეთ, უნდა ვიმუშავოთ და შემდეგ ოპოზიცია იტყვის, რომ მათი დამსახურებაა, ეს უკვე ვიცით, შეგუებულები ვართ. მათი საქმეა და ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ რეალურად, ამასაც არად დაგიდევთ, ოღონდ მართლაც ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გაკეთდეს და ბოლოს და ბოლოს, გადავიდეთ იმ საკითხზე, რასაც მოქალაქეების საჭიროებებზე საუბარი ჰქვია. ჩვენ ამაზე შეიძლება ნაკლები საუბრის საშუალება გვეძლევა პოლიტიკური დებატებიდან ან პოლიტიკური პინგ-პონგიდან გამომდინარე, თუმცა, რეალურად, ამ მთავრობის მუშაობას საპარლამენტო კონტროლის დონეზეც შესაბამისი ყურადღება ექცევა, მიდის ამ საქმის კეთება, მაგრამ სამწუხაროდ, კულისებში მეორეხარისხოვან საკითხებად გადადის ხოლმე ეს ყველაფერი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს