ირაკლი ზარქუა - რევოლუცია გამორიცხულია! ამის არც საფუძველი არსებობს და არც არავინ დაუჭერს მხარს

რევოლუცია გამორიცხულია! ამის არც საფუძველი არსებობს და არც არავინ დაუჭერს მხარს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სჯერა, რომ პარლამენტი უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

რაც შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, როგორც ზარქუამ აღნიშნა, უმრავლესობის შეთავაზება ოპოზიციის მიმართ ძალაშია.

„ჩვენი შეთავაზება ძალაშია. თქვენ იცით რომ ვუთხარით - თუ ერთი პროცენტით მაინც დაადასტურებდა ოპოზიცია, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაყალბდა არჩევნები, მზად ვიყავით საარჩევნო მარათონი თავიდან დაგვენიშნა და შესაბამისი პროცედურები თავიდან განხორციელებულიყო. ვისაც აქვს ნება, სურვილი, რომ გამოიყენოს ეს შეთავაზება, მზად ვართ მივიღოთ, ვეპატიჟებით ოპოზიციას. რევოლუცია გამორიცხულია! ამის არც საფუძველი არსებობს და არც არავინ დაუჭერს მხარს. მჯერა, რომ პარლამენტი უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება“, - განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, ზარქუას თქმით, ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული ოპოზიციის მხრიდანაც იმისთვის, რომ მათ პირველ ადგილზე დააყენონ ქვეყანა და შემდეგ პირადი ინტერესები თუ წყენა.

„პროცესი რაც მიდის ოპოზიციის შემოსვლასთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან არის წახალისებული და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარლამენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყოს. ჩვენი სტრატეგიული, მეგობარი ქვეყნის ელჩმაც აღნიშნა დღეს, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული ოპოზიციის მხრიდანაც იმისთვის, რომ მათ პირველ ადგილზე დააყენონ ქვეყანა და შემდეგ პირადი ინტერესები თუ წყენა. ვისაც მუშაობა უნდა და აქვს რეალური ხედვა, რომ უკეთესი საქართველო იყოს, აგერ ვეპატიჟებით, მობრძანდით და შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე ისაუბროთ“, - განაცხადა ზარქუამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს