რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის გოჩა სვანიძის დაკითხვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის გოჩა სვანიძის დაკითხვა დასრულდა. როგორც სვანიძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ აღნიშნა, შეკითხვები რამდენიმე საკითხს, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვას შეეხებოდა.

მისი განცხადებით, რაგბის კავშირში არანაირ კრიმინალურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია და ეს საქმე დიდი ხანია უნდა შეწყდეს, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაც მისი დაკითხვაა.

,,ამ დაკითხვას ველოდები წელიწადია, ერთი წელი დასჭირდათ, რომ ეს განმარტებები მიეღოთ? ეს ჯერ კიდევ არ დასრულებულა და კიდევ გაგრძელდება. რაგბის კავშირში კრიმინალის თვალსაზრისით ყველაფერი არის სწორად და არანაირ კრიმინალურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ამაზე, როგორც წესი, საჯარო განცხადებებს ვერ ვაკეთებ, რადგანაც ეს არის მართლმსაჯულების პროცესი, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულის თვეში პირველი სხდომა უკვე ჩატარდა, რაზედაც სარჩელი გვაქვს შეტანილი იმ უზუსტობაზე, რომელიც სახელმწიფო აუდიტმა დაუშვა თავის დასკვნებში. ეს საქმე დიდი ხანია შესაწყვეტია, ჩემი დაკითხვა ერთ-ერთი მნიშნველოვანი წინაპირობაა, რომ შეწყდეს. თუ ცუდისკენ რაღაც მოხდა, ამას კანონთან კავშირი არ ექნება“, - აღნიშნა გოჩა სვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე საქართველოს რაგბის კავშირში ქონების მითვისება-გაფლანგვის და ამავე ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა