დავით ზილფიმიანის განცხადებით, „ევროპელი სოციალისტები“ ჩაერთვებიან იმ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის

„ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ზილფიმიანის განცხადებით, პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ჩაერთვება დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის. ამის შესახებ ზილფიმიანმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

„ამ კომისიაში აუცილებლად ჩავერთვებით. გადავწყვეტთ, თუ ვინ ჩაერთვება ჩვენი ჯგუფიდან. იქ, აუცილებლად ვიქნებით წარმოდგენილი და გეტყვით იმ სიმართლეს, რაც ჩემთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ გამოდის 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, „რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი უკვე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა