კახეთის რეგიონის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე ონლაინ ფორმატში გაიმართა

ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან ონლაინ რეჟიმში MICROSOFT TEAMS-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდა.

"დეტალური ინფორმაცია 2021 წლის გამოცდების შესახებ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა მიაწოდეს. აბიტურიენტთა უკეთესად ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ღია კარის დღეების ჩატარება ნოემბრის თვიდან დაიწყო. ონლაინ შეხვედრა უკვე გაიმართა რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, ქუთაისისა და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის.

დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს გაეცნონ ცენტრის ვებგვერდზე: WWW.NAEC.GE მომდევნო ღია კარის დღის კონკრეტული თარიღის შესახებ მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს