სერგი კაპანაძე - ახლა “ოცნებისთვის” საგამოძიებო კომისია არის უბრალოდ ალიბი, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორღაც მიიღონ და ოპოზიცია შევიდეს შიგნით

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება საუბრობს საგამოძიებო კომისიაზე, რადგან კარგად ახსოვს საზოგადოებას, როგორ ექცეოდა “ქართული ოცნება” პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შეკრებილ კომისიას.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის საგამოძიებო კომისია არის ალიბი, რათა როგორღაც მიიღონ პარლამენტის ლეგიტიმაცია და შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში.

„სირცხვილია, როდესაც “ქართული ოცნება” საუბრობს საგამოძიებო კომისიაზე, ის “ქართული ოცნება”, რომელიც ამ პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შეკრებილ საგამოძიებო კომისიას როგორ ექცეოდა, ძალიან კარგად ვიცით. ახლა მათთვის საგამოძიებო კომისია არის უბრალოდ ალიბი, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორღაც მიიღონ და ოპოზიცია შევიდეს შიგნით.

ამიტომ, მათ საგამოძიებო კომისია კი არ აინტერესებთ, არამედ აინტერესებთ ის, რომ როგორღაც შეიტყუონ ოპოზიცია შიგნით და ეს ამბავი არ გამოვა, რა თქმა უნდა, ჩვენ პარლამენტში შეგვიძლია შესვლა, თუმცა მანამდე უნდა მოხდეს შეთანხმება არჩევნებთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს შეთანხმება პოლიტიკურ პატიმრებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა თემებზე.“ - განაცხადა კაპანაძემ.

პარლამენტის ვიცე- სპიკერმა კახა კუჭავამ, დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოდიან არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, “რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი უკვე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ”.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მობრძანდნენ, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ან ფაქტებით დაამტკიცონ ის ბრალდებები, რაზეც საუბრობენ, ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას მათი შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის და თავი დაანებონ სიცრუის პროპაგანდას,"- განაცხადა კუჭავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა