გადაუდებელი სამუშაოების გამო, 5 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 5 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დავით აღმაშენებლის გამზირის, პასტერის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მუკუზანის, ავლიპ ზურაბიშვილის, წინანდლის, კობარეთის და ხახანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის-3 დასახლების I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ნიკოლოზ სვანიშვილის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ვაგან მამასახლისოვის, შავიშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, შარტავას (ნაწილობრივ), დავით ართმელიძის, ომარ ფერცულიანის, ნოშრევან ჯიშკარიანის, ექვთიმე მთაწმინდელის, იმანუელ აფხაიძის, ზემო ვეძისის და იოსელაიანის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უცნობის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ჭყონდიდელის, ცოტნე დადიანის, დავით ჭიჭინაძის და გიორგი სააკაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ) და გუდამაყრის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გვაზაურის, ღრმაღელის და გურამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კილომეტრის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, აკაკი ბელიაშვილის, ფეიქართა, ნოდარ ბოხუას, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ტაბახმელის (ნაწილობრივ) და უცნობის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იმედაძის ქუჩის მოსახლეობას.

ამასთან, კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო