თეა წულუკიანი - ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან დაკავშირებით

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კარლ ჰარცელმა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამოცხადებას „არაეთიკური“ უწოდა.

“ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.

ცნობისთვის, კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა.

ამასთან ელჩის თქმით, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად თვლის.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე თეა წულუკიანმა პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა