სერგი კაპანაძე - ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი ამ ეტაპზე არის ის, რომ არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი ამ ეტაპზე არის ის, რომ არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა.

„ჩვენ უდაოდ ვიზიარებთ იმას, რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა მოქმედებდეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი ამ ეტაპზე არის ის, რომ არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება.

მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უახლოეს მომავალში განსაზღვრავს ქვეყნის ტრაექტორიასა და მიმართულებას, ამიტომ, ამაზე პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, ოპოზიციურ ძალებს.

შესაბამისად, „ქართული ოცნება“ რომ ხელმძღვანელობდეს ეროვნული ინტერესებით, მაშინ წამოვიდოდა მოლაპარაკებაზე, რომლის ფუნდამენტური ნაწილი იქნებოდა ახალი არჩვენები, საარჩევნო სისტემის რეფორმა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.“ - განაცხადა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა