დიმიტრი ლორთქიფანიძე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში დიმიტრი ლორთქიფანიძე დაიბარეს.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში დაუდასტურეს.

როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, პროკურატურაში ის ხვალ, 4 თებერვალს 12:00-ზე არის დაბარებული.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა