ნათია თურნავამ ესტონეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და ესტონეთის ელჩს საქართველოში, რიინა კალიურანდს შორის გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრმა და ელჩმა განიხილეს საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

" აღინიშნა, რომ მჭიდრო პოლიტიკური ორმხრივი და ეკონომიკური კოოპერაციის მიუხედავად, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები სასურველია, უფრო მეტად განვითარდეს, მათ შორის, კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ერთობლივი კომპანიების დაფუძნების გზით. პირველ რიგში, საუბარია ორმხრივ ვაჭრობაზე და თანამშრომლობაზე ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ესტონეთის გამოცდილება კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე პოსტკოვიდურ პერიოდში", - აღნიშნავენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა