მაია ბითაძე ლუიზა ვინტონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ლუიზა ვინტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა კომიტეტის სამომავლო გეგმებისა და მიმდინარე პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს. ასევე განიხილეს მწვანე ეკონომიკური ზრდისა და ურბანული გარემოს დაცვითი საკითხების გააქტიურების აუცილებლობა პარლამენტის სამომავლო ოთხწლიანი მუშაობის თვალსაზრისით.

„განვსაზღვრეთ ის მიმართულებები, რაშიც გაეროს განვითარების პროგრამას შეეძლება კომიტეტის მხარდაჭერა აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. კომიტეტი იქცეს პლატფორმად მეტი კოორდინაციისთვის, იმისთვის, რომ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რასაც ჩვენი დონორი ორგანიზაციები საქართველოში ახორციელებენ", - განაცხადა მაია ბითაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა