ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილისა და საქართველოში იაპონიის ელჩის, აკირა იმამურას გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრის დასაწყისში, მინისტრის პირველმა მოადგილემ იაპონიის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე გლობალური პანდემიის გამოწვევებსა და მასთან გამკლავების პროცესში თანამშრომლობის აუცილებლობას გაესვა ხაზი.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს, რომელიც მეგობრობითა და პარტნიორობით ხასიათდება. თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრისას, ხაზი გაესვა რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ენერგო-ეფექტურობასა და სხვა. აღინიშნა ახლახან გაფორმებული მთავრობათაშორისი ორი ხელშეკრულება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარებას. ქართულმა მხარემ გამოხატა ინტერესი იაპონური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების პრობლემატიკას. იაპონიის ელჩმა გამოხატა მისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისადმი.

ვახტანგ მახარობლიშვილმა იაპონელ დიპლომატს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ხაზი გაესვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობას.

საუბარი, ასევე, შეეხო დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ისა და იაპონიის თანამშრომლობას, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ფორმატია. გამოითქვა მზაობა, მიმდინარე წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა