შოთა ბურჯანაძე - სასტუმროს რესტორანში ყველა მომსახურებას იღებენ და მათგან 30 მეტრში ჩამწკრივებულია რესტორნები, რომელიც დაკეტილია - განსხვავებას თუ ამიხსნიან, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შაბათს ფიქრიც არ იქნება გახსნაზე

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუკი ვინმე აუხსნის რა განსხვავებაა სასტუმროს რესტორანსა და მათგან 30 მეტრში არსებულ რესტორანს შორის, რომელიც ახლა დაკეტილია, შაბათს დაგეგმილ თვითნებურ გახსნაზე „ფიქრიც არ იქნება“.

„სასტუმროს რესტორანში, სადაც ყველა სარესტორნო მომსახურებას ღებულობენ: საკვები, სასმელი, ჩილიმიც კი და გვერდით ამ სასტუმროდან 30 მეტრში, ჩამწკრივებულია რესტორნები, რომელიც დაკეტილია. განსხვავებას, თუ მეტყვის ამირან გამყრელიძე, რას ნიშნავს ამ ვითარებაში ყოფნა?! ამას მე ვინმე, თუ ამიხსნის, მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, შაბათს ფიქრიც კი არ იქნება გახსნაზე.

4 კაციან მაგიდაზე მეტი შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ ადამიანები დავსვათ, ახლა კი არა რეგულაციებამდეც. ამის წარმოდგენაც არ შეგვიძლია, რომ ჩვენ რესტორანში გავშალოთ სუფრა. ბრეჟნევის დროშია ჩარჩენილი კაცი, ბრეჟნევი რომ კოცნიდა ხალხს, ის ჰგონია, რომ რესტორნებში ხდება“ ,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მან ასევე სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულებზე ისაუბრა.

„როდესაც პანდემიის შემდეგ მეორე „ლოქდაუნი“ გამოცხადდა, ჩემი თანამშრომლები მივიდნენ რესტორანში, რომ გადაიარაღების შემდეგ მოეწესრიგებინათ. როცა, მივედი, ხალხი იყო გაყინული. გათბობა დაზოგეს ხალხმა, წარმოიდგინეთ, ჩემი თანხები დაზოგეს ამ შემთხვევაში. ამ ხალხს დღეს ვეუბნებით, რომ რადგან გამყრელიძეს ჰგონია, რომ აქ კოცნაობენ და ერთმანეთის მაგიდებზე გადადიან, ამიტომ ვერ უნდა გაიხსნათ?!“, - აღნიშნა მან.

იხილეთ ვიდეო: სასტუმროს რესტორანში ყველა მომსახურებას იღებენ და მათგან 30 მეტრში ჩამწკრივებულია რესტორნები, რომელიც დაკეტილია - შოთა ბურჯანაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო