თემურ წიკლაურს დღეს დაკრძალავენ

საესტრადო მომღერალს, ანსამბლ „ივერიას“ წევრ თემურ წიკლაურს დღეს კოჯორში დაკრძალავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მომღერალმა, ანსამბლ “ივერიის” წევრმა ნუგზარ კვაშალმა განუცხადა, გასვენება 14:00 საათზე იქნება.

„თემური დაასვენეს ლურჯ მონასტერში, სადაც სტიქაროსანი იყო რამდენიმე წელი. კოჯორში იქნება გასვენება, სადაც მისი გიორგია დასაფლავებული“, -აცხადებს ნუგზარ კვაშალი.

ცნობისთვის, თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.

იხილეთ ვიდეო:თემურ წიკლაურს დღეს დაკრძალავენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა