დავით ჭიჭინაძე ნათია თურნავას მიმართავს

“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას მიმართავს და აცხადებს, რომ ბიზნესისთვის სადამსჯელო ოპერაციებს კი არ უნდა გეგმავდეს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აღსადგენად სხვადასხვა პროგრამებს უნდა სთავაზობდეს. მისი თქმით, მთავრობას ჯერაც არ წარმოუდგენია გეგმა იმისთვის, რომ ეკონომიკა გადარჩეს და სამუშაო ადგილების ის რაოდენობა მაინც შენარჩუნდეს, რაც მცირე შემოსავლის პირობებში იქნება შესაძლებებლი.

“ეკონომიკის მინისტრი თითს კი არ უნდა უქნევდეს ადამიანებს, ჯარიმებით აშინებდეს და ბიზნესისთვის სადამსჯელო ოპერაციებს გეგმავდეს,

პირიქით, თქვენ სხვადასხვა პროგრამები უნდა შესთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ ადამიანებმა 2-3 წელში მაინც რომ შეძლონ იმის აღდგენა, რაც პანდემიამდე ჰქონდათ.

4 თებერვალია და „ოცნების“ მთავრობას ჯერაც არ წარმოუდგენია გეგმა - ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესი რომ გადარჩეს და სამუშაო ადგილების ის რაოდენობა მაინც რომ შეინარჩუნონ, რაც მცირე შემოსავლის პირობებში იქნება შესაძლებელი.

ანუ, როდესაც ბიზნესს სთხოვთ შეზღუდვები დაიცვან, მათ ის მაინც ხომ უნდა იცოდნენ, რა ელით, ან რას სთავაზობს მთავრობა.

ან რა გახდა საქართველო ასეთი, მითუმეტეს, როდესაც ამერიკის ისეთ შტატებშიც კი, (მიჩიგანი, ვაშინგტონი ) სადაც ყველაზე უფრო აქტიურად იკეტებოდა რესტორნები და მსგავსი ბიზნეს სექტორები, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი გაიხსნა 25%-იანი დატვირთვით.

თან საქართველო, მისი ეკონომიკა, ნამდვილად არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ამერიკა.

მოკლედ, ფაქტია, „ოცნება“ და მისი მთავრობა, ისევ მხოლოდ ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას და მათთვის არც ბიზნესი და არც ხალხის ბედი არ არის მნიშვნელოვანი.

ამის ერთ-ერთ დასტურად, აქვე შეგახსენებთ, "ოცნების" მთავარი „მუშკეტერის“, ამირან გამყრელიძის, ჯერ კიდევ 2020 წლის 22 სექტემბერის მორიგ განცხადებას.

მისი თქმით: „ 5 %-მდე არის მწვანე ზონის ზღურბლი, 5-10-მდე ყვითელი, 10-20-მდე ნარინჯისფერი, 20 %ის ზემოთ კი უკვე წითელი.“

ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა:

მაშინ რატომ არის ჯერ კიდევ ჩაკეტილი მწვანე ზონაში მყოფი ქვეყანა, მითუმეტეს როდესაც თუნდაც 14 ოქტომბერს, 44%-ის პირობებში, ისევ გამყრელიძის განცხადებითვე, თურმე არც საგანგაშო ყოფილა არაფერი და არც ქვეყანა ჩაუკეტავთ?!”- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

აღნიშნულ განცხადებას დავით ჭიჭინაძის პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:დავით ჭიჭინაძე ნათია თურნავას მიმართავს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა